
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური იყო მე-4 კლასელებისთვის, რომლებიც პირველ პედაგოგს დაემშვიდობნენ.
აღსანიშანვია, რომ პედაგოგთან ერთად, მათ, 4 წელი საინტერესო გასვლითი აქტივობით დააგვირგვინეს. ისინი სვანეთის მუზეუმს ესტუმრნენ. მეოთხეკლასელებმა ზემო სვანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი დიდი ინტერესით დაათვალიერეს. მათ მოინახულეს ქართველი ახალგაზრდა მხატვრის - დავით მურაჩაშვილის ნახატები.
მოსწავლეები აღნიშნული დღით აღფრთოვანებულები დარჩნენ.
იხილეთ ფოტოები: