მარაბდის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს
ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი საინტერესო და ლამაზი ღონისძიებით დაასრულეს.
მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება ემოციური და ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
ღონისძიებაზე, მეოთხეკლასელებმა გაიხსენეს მათი სკოლაში მისვლის პირველი დღე, პირველი ემოციები, განცდები და შთაბეჭდილებები.
მათ ასევე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაიხსენეს ოთხწლიანი მეგობრობის ისტორია და თავს გადახდენილი მხიარული თავგადასავლები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები.
აღსანიშნავია, რომ ისინი წელს პირველ პედაგოგს დაემშვიდობნენ. სწორედ ამიტომ, მათ საყვარელ მასწავლებელს და მთლიანად სასკოლო საზოგადოებას უამრავი მადლობა და თბილი სიტყვები მიუძღვნეს. ბავშვებმა დადეს პირობა, რომ ბევრად უკეთესი მოსწავლეები იქნებიან მომდევნო სასწავლო წლებში.
იხილეთ ფოტოები: