
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
მათი ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვანი თარიღებიც აღინიშნება. მათ შორის, ხელოვნების წამყვანმა მასწავლებელმა - ნინო მეხრიშვილმა მეხუთე კლასში ღონისძიება, გაზაფხულის დღესასწაულებთან - 3 და 8 მარტთან დაკავშირებით ჩაატარა. პატარებმა მშობლებს სითბოთი და სიყვარულით სავსე წუთები აჩუქეს.
ამავე პედაგოგმა მეექვსე კლასში პროექტი - „იმპრესიონიზმის და პოსტიმპრესიონიზმის ეპოქის მემკვიდრეები“ ჩაატარა. მოსწავლეებმა მოძიებული მასალის გამოყენებით, დიდი ენთუზიაზმით დახატეს და კედლის გაზეთი მოამზადეს.
იხილეთ ფოტოები: