ოზაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოფენა-დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ
14-06-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებას მოსწავლეები სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ. 

აღსანიშნავია, რომ მეოთხე კლასის მოსწავლე ლიზი მეხრიშვილო და მერვე კლასის მოსწავლე ნინო მესხი გამოფენა-დაჯილდოებაში - „მე მინდა საქართველო მიცნობდეს“ მონაწილეობდნენ.

ის კომპანია „კრეატივ ივენთისა“და თბილისის მერიის ინიციატივით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში გაიმართა.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203