
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლა მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთხელ უსახელებიათ.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნანა შარაძის მოსწავლეები ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და ხუთმა მოსწავლემ: ელენა ქობულაძემ, ლანა ჯაბნიძემ, ლაშა ქობულაძემ, ლაშა გოგიტიძემ და თიკა ჯაბნიძემ გაიმარჯვეს.
დაჯილდოების ცერემონიალი, ქალაქ რუსთავში მიმდინარე წლის 8 ივნისს გაიმართა. მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ სიგელები და წიგნები: „იქნებ ვაზია სამშობლო", რომელშიც მათივე მოთხრობებია დაბეჭდილი, ასევე სკოლას გადაეცა ოქროს დიპლომი.
დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ, მოსწავლეები გასართობად მთაწმინდის პარკს ეწვივნენ, სადაც არაჩვეულებრივი დრო გაატარეს.
სკოლა მადლობას უხდის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - ნანა შარაძეს მიღწეული წარმატებისა და მოსწავლეთა მოტივაციისათვის.
იხილეთ ფოტოები: