სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიული მეფეებისა და დედოფლების როლები ბრწყინვალედ შეასრულეს
06-06-2018
თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეებმა ღონისძიება სახელწოდებით „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ დადგეს. მოსწავლეებმა სცენაზე საქართველოს ისტორიული მეფეები, დედოფლები და წმინდანები გააცოცხლეს.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა ბრწყინვალედ შეასრულეს და გაითავისეს საქართველოს დიდებული მეფეების როლები.
მათ თავიანთი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენა შეძლეს და ქართული სული მაყურებლამდე მიიტანეს.