„საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა 
14-06-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

მათ შორის, გეოგრაფიის მასწავლებელმა - ნანა გახოკიძემ, VII  კლასის მოსწავლეებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“ ჩაატარა.

ღონისძიება სხვადასხვა აქტივობას მოიცავდა. მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და ფანდურსა და დოლზე დაუკრეს.

სკოლის დირექცია ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს და მასწავლებელს მადლობას უხდის. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203