„წიგნი ცოდნის წყარო“- სამთაწყაროს საჯარო სკოლის მე-3 კლასში ქართული ენისა და ხელოვნების ინტეგრირებით საინტერესო პროექტი განხორციელდა 
14-06-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურისა და ზოგადად, წიგნის სიყვარულით გამოირჩევიან. 

ამჯერად, III კლასში, ქართული ენისა და ხელოვნების ინტეგრირებული პროექტი - „წიგნი ცოდნის წყარო“ განხორციელდა. ის კლასის დამრიგებლის - ლია მეხრიშვილის ორგანიზებით მოეწყო.

პროექტის პრეზენტაციას სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - ლალი მეხრიშვილი და თამილა ნადირაშვილი ესწრებოდნენ. ბავშვების შექმნილმა ილუსტრირებულმა წიგნებმა ისინი შთაბეჭდილებებით დატვირთა. პედაგოგებმა მოსწავლეებს წარმატებები და წინსვლა უსურვეს.

სკოლის დირექცია მასწავლებელს და მოსწავლეებს, განხორციელებული პროექტისთვის დიდ მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს.

„როცა წიგნს ვკითხულობთ, ვთავისუფლდებით ყოველდღიური ყოფითი ცხოვრებისგან და სამყაროს თავისუფალი თვალით ვუყურებთ ისეთ სამყაროს, რომელსაც გონებაში წარმოვიდგენთ. ის საშუალებას გვაძლევს დავფიქრდეთ, ვეძიოთ და აღმოვაჩინოთ ჩვენთვის ფასეული რამ, რომელიც დიდ სიხარულს მოგვანიჭებს. ამისთვის კი მხოლოდ სამი რამ უნდა გავაკეთოთ, ავიღოთ ჩვენთვის სასურველი წიგნი, მოვკალათდეთ და დავიწყოთ კითხვა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203