სამების საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით დაემშვიდობნენ 
14-06-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სასკოლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სასკოლო საზოგადოებას ლამაზი ღონისძიება მე-4 კლასის მოსწავლეებმა აჩუქეს.

მათ ნაყოფიერი 4 წელი შეაჯამეს და პირველ მასწავლებელს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ.  მოსწავლეებმა წლების განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

სკოლის დირექცია მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დამთავრებას ულოცავს და წინსვლას და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203