„ჩვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ვართ“- კაცხის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება
14-06-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემოა შექმნილი. 

ახლახან, სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით დასამახსოვრებელი საღამო - „ჩვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ვართ“ გაიმართა. ბავშვებმა მასწავლებელებს, მათ აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს და პირობა დადეს, რომ ქვეყნის ღირსეული მოქალაქენი იქნებიან. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ცოდნის მწვერვალების დასაუფლებლად სვლას წარმატებით გააგრძელებენ.  სკოლის დირექტორმა - ნორა ბუცხრიკიძემ და კაცხის მაცხოვრის  წინამძღვარმა - მამა იოანემ პატარები დალოცეს და წარმატება უსურვეს. 

„თქვენით ეამაყოს კაცხის საჯარო სკოლას“,- სწორედ ამ სიტყვებით მიმართეს სკოლაში მეოთხეკლასელებს. 

აღსანიშნავია, რომ ამ დღეს სკოლაში მომავალ პირველკლასელებსაც უმასპინძლეს. მათთვის ვიზიტი შთაბეჭდილებებით აღსავსე და დაამახსოვრებელი იყო. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203