კატნატუს საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის ერთადერთი მოსწავლე ღონისძიებით გააცილეს
14-06-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო. 

სკოლაში საბაზო საფეხურის ერთადერთი მოსწავლისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა. ლამაზ გამოსაშვებ ღონისძიებაში მთელი სასკოლო საზოგადოება უდიდესი მონდომებით და ხალისით ჩაერთო.

მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთულ გარემოში იცეკვეს, იმღერეს და საყვარელ პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებულ შრომისათვის, მადლობა გადაუხადეს. 

ღონისძიება სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრით იყო დატვირთული, რამაც მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203