
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოტივაციისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ასეთი საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ბუნებაში, I კლასში ჩატარდა. გაკვეთილის თემა გახლდათ - „ციკლური პროცესები ბუნებაში“, სადაც მოსწავლეებმა შემოქმედებითი პროდუქტი შექმნეს.
მათ შემოქმედებითი უნარები და ხედვა შესანიშნავად გამოავლინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: