
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლაში დიდი დღესასწაული გაიმართა.
ორღულის სკოლა საუკუნოვან ისტორიას ითვლის. 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ კი მოსწავლეთა შესაძლებლობები და მასწავლებელთა შრომისმოყვარეობა ფართო საზოგადოებას გააცნო.
შთამბეჭდავი ნომრებით - ცეკვებით, სიმღერებით, ლექსებით დატვირთული ღონისძიება დიდი წარმატებით წარიმართა და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
„ჩვენი სკოლის თიოეული მოსწავლე, კურსდამთავრებული, ყველა დროის ყველა თანმშრომელი და მშობელი, ქმნის ორღულის სკოლის ისტორიას, რომელიც გვეამაყება, გვაერთიანებს და გვაძლიერებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: