
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. პედაგოგები მათ საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთულ საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, ასეთი საინტერესო გაკვეთილი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში გაიმართა. გაკვეთილზე, მოსწავლემ საინტერესო მაკეტი შექმნა, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინა.
აქტივობამ ის ძალიან გაახალისა.
ეს დღე ძალიან ნაყოფიერი და სახალისო იყო მოსწავლისთვის.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: