ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ლამაზი ღონისძიებით დაემშვიდობნენ 
14-06-2024

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში მე-4 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეები პირველ მასწავლებლებს სხვადასხვა აქტივობით, იუმორისტული ნომრებითა და თეატრალური წარმოდგენებით დაემშვიდობნენ.

ღონისძიებაში ბავშვებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც მშობლები, ისე მასწავლებლებიც. 

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე, ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

სკოლა ულოცავს სამივე პარალელური კლასის მოსწავლეებს მეოთხე კლასის წარჩინებით დასრულებას და წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203