არხილოსკალოს საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლის - მარიამ ბუჩუკურის წარმატება ლიტერატურულ კონკურსში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა IX კლასელი მარიამ ბუჩუკური. ის ლიტერატურულ კონკურში წარმატებით მონაწილეობდა.
მეცხრეკლასელი საქართველოს ნოდარ დუმბაძის სახელობის ახალგაზრდა ლიტერატურთა კავშირმა საქართველოს მოსწავლეთა ლიტერატურულ კონკურში - „იქნებ ვაზია სამშობლო“ აქტიური მონაწილეობისათვის დააჯილდოვა. მას მოდერატორობას უწევდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ზიზო ბურდული.
„კონკურსში მონაწილეობა ხომ გამარჯვებისკენ მიმავალი გზა არის თითოეული მოსწავლისათვის. ის ზრდის და ავითარებს მომავალი თაობის იმ უნარებს, რასაც წარმატებამდე მიჰყავთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის კონკურსში აქტიური ჩართულობისთვის მარიამს და პედაგოგ ზიზო ბურდულს. მათ მომავალში წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო: