არხილოსკალოს საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა დაუვიწყარი გამოსაშვები ღონისძიება
14-06-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში IV კლასის გამოსაშვები ღონისძიება საზეიმო გარემოში მოეწყო.

შთამბეჭდავი და ულამაზესი ღონისძიება, სკოლაში, IV კლასის დამრიგებელმა - ნანა წიკლაურმა მშობელთა აქტიური ჩართულობით გამართა.

მოსწავლეს და მასწავლებელს ეცვათ თეთრი მაისურები, რომლებზეც აღბეჭდილი იყო კლასის ერთობლივი ფოტო, რაც ღონისძიებას მეტად განსხვავებულს ხდიდა.

საზეიმო გარემოში მოსწავლეებმა წარადგინეს ლამაზი ნომრები: ლექსები, სიმღერები, ცეკვები.

პედაგოგმა - ნანა წიკლაურმა მადლობა გადაუხადა მშობლებს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის და წარმატება უსურვა თავის პატარებს ახალ საფეხურზე.

სკოლის დირექტორმა - მაია სიმონიძემ დადებითად და პოზიტიურად შეაფასა ღონისძიება, ბავშვებს კი წარმატებები უსურვა.

ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203