ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეების - ბარბარე ბარამიძისა და ანასტასია ბარამიძის ნამუშევრები წიგნში დაიბეჭდა 
14-06-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან. 

მათ შორის, ხელოვნების მასწავლებლის - ინდიანა დალაქიშვილის ორგანიზებით, მეშვიდე და მერვე კლასი მოსწავლეები ბარბარე ბარამიძე და ანასტასია ბარამიძე ნოდარ დუმბაძის სახელობის ახალგაზრდა ლიტერატორთა კავშირის მიერ, საქართველოს მასშტაბით გამოცხადებულ კონკურსში - „იქნებ ვაზია სამშობლო“ აქტიურად ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ნამუშევრებს შორის, წიგნში დასაბეჭდად, მათი ნამუშევრებიც შეირჩა. წიგნი რუსთავში დაჯილდოვების ღონისძიების დროს, მოსწავლეებს სერტიფიკატებთან ერთად, გადაეცათ.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203