ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა წარმატებული სასწავლო წელი შეაჯამეს 
14-06-2024

ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

პედაგოგები მათ განწყობასა და განვითარაბაზე აქტიურად ზრუნავენ. ახლა კი მე-2 კლასის მოსწავლეებმა წარმატებული სასწავლო წელი შეაჯამეს. მათ პედაგოგ თამუნა ბერიძის ხელმძღვანელობით, თემატური აქტივობები მოაწყვეს. 

პატარა მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი გამართეს.

„ჩემმა მოსწავლეებმა წარმატებით, მხიარულად და ნაყოფიერად დაასრულეს მეორე კლასი და უკვე მესამეკლასელები არიან“,- წერს პედაგოგი თამუნა ბერიძე. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203