„ნიკო ფიროსმანი და მისი შემოქმედება“ - საბუეს საჯარო სკოლაში საინტერესო გამოფენა მოეწყო
14-06-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლაში გამოფენა „ნიკო ფიროსმანი და მისი შემოქმედება“ გაიმართა, რომელშიც IV-X კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

გამოფენის მიზანი იყო დიდი მხატვრის შესახებ ცნობადობის ამაღლება, მისი შემოქმედების „გაცოცხლება“ და მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება.

აღნიშნული გამოფენაში მონაწილეებს გადაეცათ სიგელები. ნამუშევრები გამოფენილია სკოლის შიდა სივრცეში.

გამოფენის ორგანიზატორი მაია ახალკაციშვილი გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203