ნინოწმინდის N1 სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში წარმატებით მონაწილეობდნენ 
14-06-2024

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტსა და პროგრამაში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად,  eTwinning-ის პროგრამის ფარგლებში, განხორციელებულ პროექტში სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ მუსიკის მასწავლებლის - ანა კარსლიანის ხელმძღვანელობით. ასევე ჩართულნი იყვნენ ანა მოსკოვსკაია პოლონეთის დაწყებითი სკოლიდან და ეირინ ნტუსი საბერძნეთის დაწყებითი სკოლიდან.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული პროექტის მიზანია აჩვენოს როგორ შეიძლება სიმღერები დაეხმაროს მოსწავლეს უცხო ენების - მაგალითად - ინგლისურის შესწავლაში. მოსწავლეები ჯგუფურად მუშაობდნენ უცხოელ მოსწავლეებთან ერთად და თვეში ერთხელ ინგლისურ ენაზე ასრულებდნენ სიმღერას. 

სკოლიდან, მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარადგინეს სამი სიმღერა -  Hello Song, Twinkle, Good Bye.

მოსწავლეები პროექტში დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

„მათ ასევე ძალიან გაუხარდათ ახალი მეგობრების შეძენა საბერძნეთიდან და პოლონეთიდან“, - გვიყვებიან სკოლაში.

პროექტის ბოლოს ბავშვები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

eTwinning ევროპულ სკოლებს შორის თანამშრომლობის საერთაშორისო პროგრამაა.

პროექტის ფარგლებში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სკოლები და საბავშვო ბაღები თანამშრომლობენ, რაც ხელს უწყობს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ბავშვების, მასწავლებლების ცოდნის, უნარების გაზიარებასა და უცხო ენების უკეთ შესწავლას.

პროექტის ფარგლებში შექმნილი ელექტრონული წიგნი იხილეთ ბმულზე

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203