„ღირსება ადამიანის მარადიული სამოსელია“ - საბუეს საჯარო სკოლაში ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარების მიზნით, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
მათ შორის იყო ნოდარ დუმბაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ღირსება ადამიანის მარადიული სამოსელია“, რომელიც სკოლაში ჩატარდა.
ღონისძიების ინიციატორი იყო დირექტორის მოადგილე მარინა ტურაშვილი. ორგანიზატორი კი ქართული ენისა და ლიტერატურის მიწვეული პედაგოგი თეა ნერსეზაშვილი გახლდათ.
ღონისძიებაში, ასევე მონაწილეობდნენ ენისლის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
საბუისა და ენისლის საჯარო სკოლების IX კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს ნოდარ დუმბაძის შემოქმედება, „გააცოცხლეს“ ლიტერატურული პერსონაჟები, რომელთა ცხოვრებაც რწმენით, იუმორითა და სევდით იყო აღსავსე.
ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო.
ღონისძიებამ, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საფუძველი ჩაუყარა ორი სკოლის ურთიერთობას.
იხილეთ ფოტოები: