
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის დასტურია ის ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-3 ა კლასში, მხატვრული ღონისძიება სახელწოდებით - „ყვავილების ფესტივალი“ გაიმართა.
„ღონისძიების მიზანი იყო დედა ბუნებისადმი პატივისცემის გაღვივება, ადამიანსა და ბუნებას შორის განუყრელი კავშირის დაფასება, მშვენიერების გრძნობისა და დაფასების უნარის განვითარება“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საინტერესო ინფორმაცია ყვავილების შესახებ, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათ ასევე აღწერეს ბუნების ეს ლამაზი და მშვენიერი ქმნილებები სიმღერების დახმარებით.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას უსურვეს, რომ ყოველი დღე ისეთივე ლამაზი და ფერადი იყო, როგორც ყვავილები.
ღონისძიების ორგანიზატორი კლასის მასწავლებელი ოფელია პაპოიანი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: