ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში IV კლასის მოსწავლეებმა თოჯინების თეატრი მოაწყვეს 
14-06-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, IV კლასში განხორციელდა პროექტი თოჯინების თეატრი. 

პროექტის იდეის და თემის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები გადანაწილდნენ ჯგუფებში და შეარჩიეს მათთვის საინტერესო ზღაპარი. დაამზადეს თოჯინები სხვდასხვა მასალებით. თოჯინების მინი სცენის შექმნისთვის მთელი კლასი მუშაობდა. მათ მეორადი მასალებით დაამზადეს სცენა და დეკორაციები, მოამზადეს აფიშები. მოსწავლეებმა წარადგინეს ზღაპრები: „კომბლე“ და “ფიფქია და შვიდი ჯუჯა“. მათ საინტერესოდ მოირგეს როლები გაახმოვანეს პერსონაჟები. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეების შემოქმედებითი და სოციალური უნარების დახვეწას, ასევე მათ სოციალიზაციას, მხატვრულ კითხვასა და ლიტერატურული ენით საუბარს.

პროექტში ჩართული იყო მთელი კლასი.

პროექტს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ვენერა აბუსერიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს შმოქმედებითად დატვირთულ სასკოლო ცხოვრებას სთავაზობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203