ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ზღაპრული გამოსაშვები ღონისძიება
14-06-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი საზეიმო ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება დიდი ენთუზიაზმით, ემოციებითა და სიყვარულით იყო აღსავსე…

„დაწყებით კლასთან გამოთხოვება არც თუ ისე მარტივი აღმოჩდა მოსწავლეებისათვის, სულ რაღაც რამდენიმე წუთში ჩატეული გრძნობები მეტადრე ამაღელვებელი იყო ყველასათვის. ეს დღე ჯადოსნურ ზღაპარს დაემსგავსა! დაე, მუდამ ენთოთ მათ თვალებში მომავლის რწმენა, დიდება და ჟინი გამარჯვებისა! წარმატებები ჩვენს მომავალ თაობას, წინ ჯერ კიდევ მწვერვალები აქვთ დასაპყრობი!“,- გვეუბნებიან სკოლაში და მოსწავლეთა შემართება ახარებთ. 

მოსწავლეებმა შემოქმედებითად წარმოაჩინეს თავი, თბილი სიყვარულით სავსე სიტყვებით შეაფასეს განვლილი ოთხი წელი და მოეფერნენ საყვარელ მასწავლებლებს, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და სახალისო ინსცენირებებიც წარმოადგინეს. 

მე-4 კლასის კლასის დამრიგებლები ელენე დიასამიძე და მანანა ფევაძე არიან. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203