
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ჯანსაღი და მოტივირებული ახალი თაობა აღიზარდოს.
მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებასა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.
ამჯერად, სპორტის მასწავლებლის - მანანა მაისურაძის ხელმძღვანელობით სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: