ენისლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის ლიტერატურული პერსონაჟები „გააცოცხლეს“
14-06-2024
ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებებში აქტიურად ერთვებიან.

მათ შორის იყო ნოდარ დუმბაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით, „ღირსება ადამიანის მარადიული სამოსელია“. აღნიშნული ღონისძიების ინიციატორები იყვნენ ენისლისა და საბუეს საჯარო სკოლების IX კლასის მოსწავლეები და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თეა ნერსეზაშვილი.

„მოსწავლეებმა გაიხსენეს სიყვარულის ღვთაებრივი სხივით გამთბარი კაცის უკვდავი ცხოვრება“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა „გააცოცხლეს“ ლიტერატურული პერსონაჟები - გმირები, რომელთა ცხოვრებაც რწმენით, იუმორითა და სევდით იყო აღსავსე.                             

„აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ საფუძველი ჩაუყარა ორი სკოლის საოცარ ურთიერთობას. სწორედ ეს თაობაა ნოდარ დუმბაძის უჭკნობი სიტყვების მაცოცხლებელი: „ადამიანებო შეიყვარეთ ერთმანეთი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203