„ცოცხალი სამყარო“ - საინტერესო ინტეგრირებული შემაჯამებელი გაკვეთილი საჩინოს თემის N2 სკოლაში
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის ინტეგრირებული შემაჯამებელი გაკვეთილი „ცოცხალი სამყარო“, ჩატარდა.
გაკვეთილს მშობლები და სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა ისაუბრეს პლანეტა დედამიწის უნიკალურობაზე, აბიოტურ და ბიოტურ ფაქტორებზე, კვებით ჯაჭვებზე. მათ, ასევე შეადგინეს კვებითი ჯაჭვების მოდელები (მე-5 კლასი), დაახასიათეს ცხოველთა ძირითადი ჯგუფები (მე-7, მე-3 კლასები) და ისაუბრეს ყოველი ჯგუფის ზოგიერთ წარმომადგენლებზე.
გაკვეთილი აქტიური და მრავალფეროვანი გამოვიდა. მას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ანნა წულაია.
სკოლაში ყველა მოსწავლეს მადლობას უხდიან გაწეული შრომისთვის.
იხილეთ ფოტოები: