„ჩვენ დავიცავთ საქართველოს მომავალს“ - ენისლის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება
ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლაში IV კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
შთამბეჭდავ და ულამაზეს ღონისძიებას სახელწოდებით, „ჩვენ დავიცავთ საქართველოს მომავალს“, პედაგოგი თამარ წიქარაძე ხელმძღვანელობდა.
აღნიშნულ დღეს, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აქტივობებში თითოეული მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით, მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ წელს, მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, სწორედ ამიტომ, ეს დღე განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა.
მათ საყვარელ მასწავლებელს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს. პედაგოგმა კი მომდევნო კლასებში წინსვლა და წარმატებები უსურვა ბავშვებს.
იხილეთ ფოტოები: