თბილისის N31 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება
14-06-2024

თბილისის N31 საჯარო სკოლაში IV კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დააგვირგვინეს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, ცოდნა შეაჯამეს და არაერთი შემოქმედებითი ნომერიც შეასრულეს.

ბავშვებმა დამრიგებელს - მზია ბექაურს სიამაყის საფუძველი მისცეს. 

აღსანიშნავია, რომ წელს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძება მეტად ემოციური და ამაღელვებელი გახადა. მოსწავლეებმა დამრიგებელს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. მასწავლებელმა კი მოწაფეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

სკოლაში მოსწავლეებს V კლასში გადასხვლას ულოცავენ და ახარებთ მათი შემართება და მოტივაცია.

„ეს ლამაზი, ჭკვიანი, მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეული გოგოები და ბიჭები, ოთხი წელია ამშვენებენ სკოლას და დღეებს უფერადებენ პირველ მასწავლებელს - მზია ბექაურს.

ვულოცავთ V კლასში გადასვლას, ვუსურვებთ წარმატებულ და ბედნიერ მომავალს. გვჯერა მათი და დარწმუნებულნი ვართ, რომ შეასრულებენ წარმოთქმულ სიტყვებს და დიდ წვლილს შეიტანენ საქართველოს ლამაზი მომავლის გამოჭედვაში“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203