კუხის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება
13-06-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლაში მე-4 კლასელთა ემოციური და შთამბეჭდავი ღონისძიება „ოთხი წელიც გავიდა“ გაიმართა.

ღონისძიებაზე, ლამაზ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აღნიშნულ ღონისძიებას მე-4 კლასის დამრიგებელი ეკა ლიპარტელიანი ხელმძღვანელობდა. 

წელს, მე-4 კლასელები პირველ პედაგოგს ემშვიდობებიან, სწორედ ამიტომ, ეს ღონისძიება ძალიან ემოციური აღმოჩნდა. ბავშვებმა საყვარელ მასწავლებელს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

პედაგოგმა მათ მოდმევნო კლასებში წარმატებები და წინსვლა უსურვა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203