„გადაშენების პირას მყოფი ცხოველები საქართველოში“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასელთა საინტერესო ინგლისურენოვანი შემაჯამებელი პროექტი
13-06-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

სასწავლო წელი იწურება VIა და VIბ კლასელებმა კი ინგლისური ენის ცოდნა საინტერესო პროექტით შეაჯამეს. 

VIა და VIბ კლასებში ინგლისური ენის მასწავლებელმა - თამილა დუმბაძემ განახორციელა შემაჯამებელი პროექტი - „გადაშენების პირას მყოფი ცხოველები საქართველოში“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სასწავლო წლის მიწურულსაც კი ბავშვებმა არ დაიზარეს და პროექტში აქტიურად ჩაერთნენ, როლები გაინაწილეს და შეაგროვეს მასალები, წარადგინეს როგორც ელექტრონული ასევე მატერიალური პრეზენტაციები პოსტერის სახით. ბოლოს ბავშვებმა შეაჯამეს ნამუშევრები.  წამახალისებელმა „სმაილებმა“ კი ძალიან გაახალისა ისინი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203