ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ქათამაძე კუნგ-ფუში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თასის გამარჯვებულია
14-06-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეთა სპორტული მიღწევები კი მხარდაჭერილი და წახალისებულია. 

ამჯერად, სკოლაში ნიკოლოზ ქათამაძის წარმატებით ხარობენ. 

VI კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ ქათამაძემ (მწვრთნელი ოლეგ - ფანჩულიძე, დამრიგებელი - ლოლა ტოფაძე) წარმატებით იასპარეზა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თასზე კუნგ-ფუში.

შეჯიბრებაზე მან 1-ელი ადგილი მოიპოვა. ნიკოლოზმა მიღწეული წარმატებისთვის შესაბამისი ხარისხის მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდა.

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას დიდი სიხარულით ულოცავენ. 

„ვულოცავთ სკოლის სახელით ნიკოლოზს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203