ამამლოს საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო კურსები მიმდინარეობს
14-06-2024
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ სკოლაში ასევე აქტიურად  მიმდინარეობს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაგეგმილი კურსები.

აღნიშნულ კურსებში აქტიურად არიან ჩართულნი როგორც სოფლის თემის მცხოვრებლები, ასევე სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

კურსის ფარგლებში მოსწავლეებმა არაერთი საჭირო ინფორმაცია მიიღეს, ახალი უნარები შეიძინეს და ცოდნა აიმაღლეს.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203