უჩხოს საჯარო სკოლის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდის სპორტული წარმატება 
13-06-2024
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი ფრენბურთის შეჯიბრებაში წარმატებით მონაწილეობდნენ.

სკოლებს შორის, ფრენბურთში შეჯიბრება დანისპარაულის საჯარო სკოლამ დაგეგმა და ის 12 ივნისს გაიმართა.

აღნიშნულ შეჯიბრებაში პირველობა არავის დაუთმო უჩხოს საჯარო სკოლის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდმა. მათ სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

სკოლა მათი მიღწევით ამაყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203