
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, ისეთი აქტივობები იმართება, რომელთა მიზანიც სხვადასხვა მიმართულებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაა.
ახლახან, სკოლაში ღონისძიება ჩატარდა, რომელიც ტანსაცმლის წარმოშობის ისტორიასა და ადამიანისთვის მისი მნიშველობის განსაზღვრის იდეას მიეძღვნა.
მოსწავლეებმა ტანსაცმელსა და კოსტიუმს, სტილსა და მოდას შორის განსხვავებასა და მსგავსებაზე იმსჯელეს. მათ შესაბამისი საჩვენებელი ნომრებით მაყურებლის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა სპეცმოსწავლის, სკოლის თვალისჩინის - თეკლა ფურცხვანიძის ძველეგვიპტურ კოსტიუმში გამოჩენა.
„ვულოცავთ სკოლას მორიგ წარმატებულ ნაბიჯს, მოსწავლეთა სწორი ესთეტიკური აღზრდისა და განათლების საქმეში...
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კრეატიულ და უდაოდ ნიჭიერ ბაია მასწავლებელს, მოსწავლეებთან ერთად“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: