ახალსოფლის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე გასვლითი ღონისძიებით აღინიშნა
06-06-2018
ახალსოფლის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე გასვლითი ღონისძიებით აღინიშნა.
სკოლაში მოქმედი ისტორიის წრის წევრების და მსურველ მოსწავლეთა მონაწილეობით ლაშქრობა მშობლიური მხარის უკეთ შეცნობის მიზნით მოეწყო.
თიანეთის ახლომდებარე ისტორიულ ძეგლ „ცხრაკარაზე“ მოსწავლეებმა მირზა გელოვანის ლექსები და IX-X საუკუნეების თიანეთის ისტორიის საკითხებზე წინასწარ მომზადებული ინფორმაცია წაიკითხეს.
ასევე, ფანდურზე ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღნიშნულმა ღონისძიებამ საინტერესოდ და შინაარსიანად ჩაიარა.
აქტივობის ხელმძღვანელები და ორგანიზატორები ახალსოფლის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგები ნ. სისაური და მაკა რიგიშვილია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს