
ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე ლილე გვიდიანი izrune.ge-ს ტესტებს დიდი მონდომებით ასრულებს.
ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, თბილისში სასტუმრო „ბილტმორის“, დიდ დარბაზში გამართულ izrune.ge -ს „საქართველოს 100 000 ოჯახის ყოველწლიური ბედნიერების პროექტის“ პრეზენტაციაზე იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მონაწილე მოსწავლეები და მათი ოჯახები შეირჩა izrune.ge-ს შედეგების მიხედვით, რომლებსაც სპეციალური სახელობითი სერტიფიკატები გადაეცათ.
დაჯილდოვებულ მოსწავლეთა შორისაა, გამორჩეული შედეგებით, ლილე გვიდიანიც იყო, რომელიც izrune.ge-ს დიდი ოჯახის სხვა აქტიურ წევრებთან ერთად პროექტის თანამოაზრე და თანამონაწილეა.
სასკოლო საზოგადოება მისი მიღწევით ხარობს და წარმატებას უსურვებს.
„ჩვენი სკოლა წარმატებებს უსურვებს ლილეს მომავალში“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: