ჩხუტელის საჯარო სკოლის გუნდი - „დედამიწის მცველები“ მასშტაბური გარემოსადაცვითი კონკურსის ნახევარფინალშია 
13-06-2024

ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით მიმდინარეობს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლის გუნდი - „დედამიწის მცველები“ ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ნახევარფინალშია. მის შემადგენლობაში შემდეგი მოსწავლეები არიან: მარიამ გუგავა, მარიამ ჩაფრავა, გიორგი გუგავა, ჯაბა სილაგაძე, ფატი სილაგაძე, მათე ჩაფრავა, მათე სილაგაძე, თეკლა გუგავა, გიორგი ფუტკარაძე. მათ მასწავლებელი სალომე სტურუა ხელმძღვანელობს. 

კონკურსის ფარგლებში, გუნდმა შემდეგი აქტივობები განახორციელა:

1. „სუფთა  წყალი“;

2. ველური ბუნების საერთაშორისო დღის აღნიშვნა;

3. „მე, როგორც გარემოსდამცველი“;

4. „ადიქციის სახეობეები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანებზე";

5. „თამბაქოზე დამოკიდებულება და მისი უარყოფითი შედეგები";

6. ,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს";

7. „მავნე ჩვევები“;

8. ფილმი - „დაანებე თავი სიგარეტის მოწევას";

9. „დედამიწის ეკოსისტემები";

10. ,,დედამიწის საათი";

11. „დედამიწის საათი სოფელ ჩხუტელის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან ერთად";

12. ფილმი - ,,გადაშენების პირას მყოფი ცხოველები";

13. „ადამიანის უფლებები";

14.  „სიცილის საერთაშორისო დღე";

15. 2-აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა;

16.  „საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე“;

17. ფილმი - „ადამიანის უფლებების განვითარების ძირითადი ეტაპები“;

18. ,,ეს ტყე ჩვენია";

19. ,,ჯანმრთელობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა";

20. ,,დასუფთავების აქცია";

21. ,,9 აპრილი";

22. 14 აპრილი - „დედა ენის დღე";

23. ,,ბულინგი და მისი სახეები";

24. ,,კიბერ-ბულინგი და მისი საფრთხე";

25. ,,გამწვანების აქცია დედამიწის დღის აღსანიშნავად";

26. ,,დედამიწის დღე სოფელ ჩხუტელის ბაღის აღსაზრდელებთან ერთად";

27.,,23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა";

28. ,,წიგნის საერთაშორისო დღე ჩხუტელის ბაღის აღსაზრდელებთან ერთად";

29. ,,ხის მორების ახალი სიცოცხლე";

30.,,ბავშვთა უფლებები" პრეზენტაცია;

31. ,,ქალთა უფლებები" პრეზენტაცია;

32. ფილმის ,,ბოცო და გვანცა" ჩვენება;

33. ,,ჩვენ გვინდა მშვიდობა";

34. „13 მაისი გადამფრენ ფრინველთ საერთაშორისო დღეა“;

35. ფილმი,- ,ევროკავშირის ისტორია"

36. ადიქციის სახეები- ნარკოდამოკიდებულება და მისი უარყოფთი შედეგები;

37. ადიქციის სახეები- ალკოჰოლ დამოკიდებულება და მისი უარყოფითი შედეგები;

38. „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია“;

39. ,,ჩრდილოატლანტიკური ალიანსი";

40. 22 მაისი ბიომრავალფეროვნების დღე;

41.  ,,ეკრანდამოკიდებულება“;

42. ,,მავნე ჩვევა, რომელსაც მინდა რომ გადავეჩვიო“;

43. ფილმი - „მდგრადი განვითარების კონცეფცია";

44. ინტელექტუალური თამაში- ,,დედამიწის მცველები";

45. „დაიცავი ჩვენი უფლებები“.

„მადლობა ჩემს ბავშვებს რომ მოინდომეს და იშრომეს, პროექტის ნახევარფინალში გადასასვლელად“,- წერს პედაგოგი სალომე სტურუა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203