ჭალადიდის საჯარო სკოლაში 4 საგანში დიაგნოსტიკური ტესტირება ჩატარდა
13-06-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებებზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს, აკვირდებიან თუ რა მიმართულებით აქვთ მეტი სამუშაო.

სწორედ მათი უნარების, ცოდნის, დასადგენად და წინსვლისთვის მე-2 კლასში დიაგნოსტიკური ტესტირება ჩატარდა.

ტესტირება ოთხ საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ბუნებასა და ინგლისურ ენაში გაიმართა.

კლასის ხელმძღვანელი ეკა სიგუა, ინგლისური ენის მასწავლებელი ჯული ხასია გახლავთ.

მოსწავლეებმა ნასწავლი მასალა წარმოაჩინეს და საჭირო უნარები გამოავლინეს.

ეს დღე ნაყოფიერი და ძალიან საინტერესო იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203