განძის N1 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში საინტერესო საკვლევი პროექტი განახორციელეს
13-06-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასკოლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში ძალიან საინტერესო საკვლევი პროექტი განახორციელეს, რომელიც შემდეგ თემებს მოიიცავდა: „გარემოს დაცვა სოფელში", „გარემოს სისუფთავე სოფელში“ და „ტურიზმი სოფელში”. 

მოსწავლეთა ჯგუფებმა თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია გამართეს და ისაუბრეს, თუ როგორ აირჩიეს ფოკუს ჯგუფი; რა კითხვებით განხორციელეს ინტერვიუ. გარდა ამისა, მათ შეგროვილი მონაცემები დიაგრამებისა და წილადების სახით გამოსახეს, ისუბრეს ხელოვნურ ინტელექტზე და აჩვენეს სურათები, რომლებზეც, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ჩანს როგორი იქნებოდა უფრო სუფთა ბუნება. ბოლოს კი, მოსწავლეებმა დასკვნებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი მასწავლებლის, დიანა გალოიანის ხელმძღვანელობით, დიდი წარმატებით წარიმართა. ბოლოს, მოსწავლეებმა სიგელები დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203