
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი, სადაც თითოეული მათგანის უფლებები დაცულია.
მეტიც, სკოლის პედაგოგები აქტიურად მუშაობენ, რომ მოსწავლეებმა თავიანთი უფლებები ნათლად გაიაზრონ.
ახლახან, იქ ხელოვნების მასწავლებლის - თამარ კელაპტრიშვილის ინიციატივით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო.
მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრები სასკოლო სივრცეში გამოიფინა და დამთავალიერებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურა. მონაწილე მოსწავლეებს კი სიგელები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: