
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად მუშაობენ, რომ მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა და აუცილებლობა ნათლად გაიაზრონ.
სწორედ ამიტომ, გასაკვირი სულაც არაა, რომ სკოლაში არაერთი თემატური ღონისძიება ეწყობა.
ამჯერად კი, გეოგრაფიის მასწავლებლის - ვარდითერ იუზბაშიანის ინიციატივით, აქტივობა ღია სივრცეში გაიმართა. მისი თემა იყო ნარჩენები გადამუშავება და სუფთა გარემო.
აქტივობაში მეათე კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ, საინტერესო ნამუშევრები მოამზადეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: