
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა დააფრთიანა.
სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა. გაიმართა ღონისძიებაც, რომელიც, ბუნებრივია, რომ ემოციებით იყო დატვირთული. მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა უხაროდათ, თუმცა, ამავდროულად, მშობლიურ სკოლასთან განშორება უძნელდებოდათ.
მათ საზეიმოდ მორთულ გარემოში სხვადასხვა ნომერი გამართეს, საყვარელ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას დაემშვიდობნენ.
მათ სკოლის დირექტორი ნატო ესართია დიდი წარმატებას უსურვებს.
„გილოცავთ სკოლის დამთავრებას, გისურვებთ წარმატებულად გამოიყენოთ სკოლაში მიღებული ცოდნა ცხოვრებაში. იცოდეთ, თქვენი წარმატების საიდუმლო გასაღები თქვენს ხელშია. განამტკიცეთ ის ცოდნა, რასაც მომავალში მიიღებთ. იყავით ღირსეული, პატივსაცემი ადამიანები, ჩვენი ერის საკეთილდღეოდ. იყავით მისაბაძი ადამიანები. ჩემო კარგებო, ძალიან გვიყვარხართ და ყოველთვის თქვენს გვერდით გვიგულეთ თქვენი მშობლიური სკოლა“,- წერს სკოლის დირექტორი ნატო ესართია.
იხილეთ ფოტოები: