
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული ოთხი წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
11 ივნისს, სკოლის სააქტო დარბაზში, IVბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ფატიმა რობაქიძე) საზეიმო განწყობა შექმნეს და დამსწრე საზოგადოებას საოცარი სანახაობა შესთავაზეს.
მაყურებლებმა ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურეს. მოსწავლეებმა 6 კარიბჭის აღებით შეძლეს სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვა და V კლასში გადასვლის უფლება მოიპოვეს, რითაც ყველას დაუმტკიცეს, რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია.
პროექტის ორგანიზატორი იყო კლასის დამრიგებელი - ფატიმა რობაქიძე. სცენარისტი და რეჟისორი კი - ლალი კუბლაშვილი.
იხილეთ ფოტოები: