ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლეებმა - ოთო სანიკიანმა და ალექსი მაჭავარიანმა კუნგ-ფუში,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თასზე ბრწყინვალედ იასპარეზეს
13-06-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეების - ოთო სანიკიანისა და ალექსი მაჭავარიანის სპორტულ წარმატებას ზეიმობენ. 

VII კლასის მოსწავლეებმა, (მწვრთნელი ოლეგ - ფანჩულიძე, დამრიგებელი - მირანდა სოფრომაძე) წარმატებით იასპარეზეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თასზე კუნგ-ფუში.

შეჯიბრებაზე ოთო სანიკიანმა და ალექსი მაჭავარიანმა 1-ელი ადგილი მოიპოვეს.

ისინი პირველობაზე მიღწეული წარმატებისთვის შესაბამისი ხარისხის მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდნენ.

სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულს დიდი სიყვარულთა და საუკეთესო სურვილებით ულოცავენ.

„ვულოცავთ სკოლის სახელით ოთოს და ალექსის ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203