„აი ჩვენი დედაენა“- აფხაზეთის N14 სკოლის პირველკლასელთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი წარმტაცი ღონისძიება 
13-06-2024

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემოა შექმნილი. იქ ახალი თაობის წარმატებულ მომავალს საძირკველი დაწყებით კლასებშივე ეყრება. 

ახლახან, სკოლაში პირველკლასელთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება - „აი ჩვენი დედაენა“ ჩატარდა. დარბაზში, სადაც საზეიმო განწყობა სუფევდა, პატარა მოსწავლეები მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლის მოსწავლეების წინაშე ლამაზი ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით წარდგნენ.

მათ მთელი წლის ნამუშევარი და ნასწავლი შეაჯამეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. კლასის ხელმძღვანელმა ისინი ქების სიგელით დააჯილდოვა, რამაც პატარები უფრო გაამხიარულა.

შემდეგ კი, დამრიგებელმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ბავშვებო, გილოცავთ პირველი კლასის დამთავრებას, თქვენი ყოველი ნაბიჯი წარმატებული ყოფილიყოს!"

სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლასის ხელმძღვანელ თეა მაქაცარიასა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს ვენერა (ნანი) ესართიას, ასეთი ლამაზი ღონისძიების ჩატარებისთვის.

„მადლობა ჩვენს ლამაზ დეკლამატორებს - მე-6 კლასის მოსწავლეებს - ნია აკობიასა და მარიამ ფანცულაიას, ლამაზად პროგრამის წაყვანისთვის. მადლობა მშობელ ლერი ესართიას (მუსიკალურ გამფორმებელს) გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203