მულახის საჯარო სკოლამ ეკოკლუბების კონკურსს უმასპინძლა 
13-06-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

უკვე ორი წელია, რაც მულახის საჯარო სკოლა წვირმის საჯარო სკოლის მასწავლებლის - სოფია ქუხილავას ორგანიზებულ კონკურსს - „მდგრადი სკოლა“ მასპინძლობს.

კონკურსში ჩართული იყვნენ - ოჟიოს, თბილისის N180, წვირმის, ლახამულასა და მულახის საჯარო სკოლები. მის ფარგლებში, მონაწილეებმა განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები და თავიანთი ხელით ნარჩენებისგან შექმნილი მაკეტები წარადგინეს. 

კონკურსს კომპეტენტური ჟიური, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრ ნათია დავითაიასა და ორგანიზაცია CENN-ის სამეგრელო ზემო სვანეთის კოორდინატორის - მაია კოდუას შემადგენლობით, აფასებდა.

საპრიზო ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ლახამულას სკოლის ეკოკლუბი;
  • წვირმის საჯარო სკოლის ეკოკლუბი;
  • მულახის საჯარო სკოლის ეკოკლუბი.

„მადლობა ჩვენს პატარებს პროექტში ასე აქტიური და წარმატებული ჩართულობისათვის“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203