თბილისის N122 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დეკორატიული მცენარეების სანერგე დაათვალიერეს
06-06-2018
თბილისის N122 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები დეკორატიული მცენარეების სანერგე „გარდენია შევარდნაძეში“ იმყოფებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველკლასელებმა ბაღი დაათვალიერეს. მათ ასევე ჩაუტარდათ „მწვანე გაკვეთილი“, გაეცნენ სხვადასხვა ჯიშის მცენარეებს, საკუთარი ხელით მოხატეს ქოთნები და ყვავილები დარგეს.
აქტივობის ბოლოს მოსწავლები მათივე ხელით მოხატული ქოთნებით დასაჩუქრდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს