აგანის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფა საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
მათ შორის იყო V კლასში, საგანში - ჩვენი საქართველო, განხორციელებული საინტერესო გაკვეთილი.
აღნიშნული გაკვეთილის თემა „საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფა“ გახლდათ. მოსწავლეები საქართველოს ტერიტორიული მოწყობას, მის დაყოფას ადმინისტრაციულ ერთეულებად გაეცნენ, ცოდნა აიმაღლეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეებმა ასევე თემატური პლაკატი შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
გაკვეთილს პედაგოგი ა. მამულიანი ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: